|
2026-07-03 20:24:07, 833 ნახვა
საზოგადოება
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
„საქართველოს რკინიგზამ“ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ მგზავრების უსაფრთხოებას „საქართველოს რკინიგზაზე“ მოძრავ მატარებლებში. კომპანიამ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლები ასევე უზრუნველყოფენ „საქართველოს რკინიგზის“ ობიექტების უსაფრთხოებას. ეს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად რეაგირებდეს ნებისმიერ ინციდენტზე - რკინიგზის სადგურებსა და პიკის საათებში, როდესაც მგზავრები ყველაზე დატვირთულები არიან. საქართველოს მასშტაბით 76 ობიექტზე 24-საათიან დაცვას სულ 818 პოლიციელი უზრუნველყოფს. ისინი დაიცავენ სტრატეგიულ რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, რკინიგზის სადგურებს და სხვა ინფრასტრუქტურას. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)