02:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 11:24:42, 880 ნახვა

სამართალი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს  თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ. სამუშაოების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულებს თანხა წინასწარ გამოართვეს - ჯამში 242 000 ლარი, რაც ისე მიისაკუთრეს, რომ ვალდებულება არ შეასრულეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ერთ-ერთი ჩამდენი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics