|
2026-07-13 23:15:36, 776 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა. - როგორც უწყების გაცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის, 2025 წლის განკარგულებით „ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს. „შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა მიტოვებულ სამშენებლო ობიექტს, რომელიც 2022 წლიდან კერძო საკუთრებაშია. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს. „უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას, (რაც შესაძლოა მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით) შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას", - აღნიშნულია მთავრობის შესაბამის განკარგულებაში. რაც შეეხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ თანხმობას, გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N13, 16.04.2026წ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 25/06/2026 წლის № 7977401 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვ.65/061; 01.17.01.065.061) შპს „რიყე დომ“ - ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული 01/4 შენობის დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა”,- ნათქვამია განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)