21:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 15:31:21, 348 ნახვა

პოლიტიკა
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის

მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის.

"პირველებმა" გაარკვია, რომ აღნიშნულ ადგილას, თავდაპირველად კორპუსს "ცენტრ პოინტი" აშენებდა, ხოლო შეჩერებული მშენებლობის განსაახლებლად მიწა შპს "საბურთალოს" გადაეცა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელებს შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეა,  დანარჩენი წილი კი ანა გოგიშვილს ეკუთვნის. 

  • დოკუმენტებში ჩანს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, სამშნებლო ბიზნესი 2024 წლის 19 დეკმებრს, მილიონ 600 ათას დოლარად იყიდა.

აღსანიშნავია, რომ "ცენტრ პოინტის" გაჩერებული მშენებლობა ახალ კომპანიას თბილისის მერიის შუამავლობით გადაეცა. 

ანა გოგიშვილი "პირველებთან" განმარტავს, რომ ვინაიდან ვასილ მხეიძეს სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უკვე გამოუტანეს, 50%-იანი წილის დაბრუნებას გეგმავს.

100%-ი ჩემი იყო ეს ფოტო და "ერერ გრუპია" 50%. დიახ, ეს არის ვასილ მხეიძეს. წელიწად-ნახევარი, თუ 2 წელი გავიდა, [რაც წილში შემოვიდნენ]. ადგილმონაცვლე და ზოგადად არაფერი არ ვიცი, ხელუხლებელია ეს წილი და დაბრუნდება უკან. ვასილი იყო ჩეულებრივი მშენებელი ბიჭი, მაგ კომპანიას არც ყადაღა ადევს და არც არაფერი, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და ჩანაცვლდება იმით, რომ დავიბრუნებ უკან მაგ წილს," - ამბობს ანა გოგიშვილი.

"ცენტრ პოინტის" კომერციული დირექტორი, პაატა სვანიძე "TV პირველს" უდასტურებს, რომ "ცენტრ პოინტის" შემდეგ ყველაფერი კომპანიას, რომელსაც ანა გოგიშვილი ფლობს, 2020 წელს მერიის ჩართულობით გადაეცა. 

მისი თქმით, 2020 წელს ყველა წილის მფლობელი იყო ანა გოგიშვილი, თუმცა 2023 წელს შემოდის ახალი პარტნიორი - ვასილ მხეიძის კომპანია. 

მერიის შუამდგომლობით არა, როდესაც მერია აცხადებდა 2020 წელს, რომ კომპანიებს მიეღოთ მონაწილეობა "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი შენობის ირგვლივ, მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს, წარადგინეს წინადადება, რომელიც მისაღები იყო ჩვენთვის და გადაეცა ინვესტორს. 

არა, 2020 წელს ანა გოგიშვილი [იყო ჩართული], [ვასილ მხეიძე პარტნიორი] 2023 წელს გახდა," - ამბობს პაატა სვანიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics