02:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-10 14:53:27, 341 ნახვა

პოლიტიკა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს

ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა, - ამ ინფორმაციას CNN ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ უწყვეტად აკვირდებოდა ტრამპის მკვლელობის შესაძლო გეგმებს, თუმცა ისრაელის გაფრთხილება ახალი ინფორმაციას წარმოადგენდა და კონკრეტულ შეთქმულებას ეხებოდა.

წყაროებმა ისიც განაცხადეს, რომ აშშ-ს თავად არ შეუმოწმებია ეს ინფორმაცია და არც ისრაელის გაფრთხილებამდე ადევნებდა თვალს ამ კონკრეტულ საქმეს. 

აშშ-ის მთავრობა დიდი ხანია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ირანი შესაძლოა შეეცადოს ტრამპის მკვლელობას. ეს იქნება შურისძიების მიზნით, 2020 წელს მისი ბრძანებით განხორციელებული დრონის დარტყმის გამო, რასაც ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავდროულად, ირანელი საზოგადოება ტრამპის სიკვდილს მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის დროს ითხოვდა.

“რამდენიმე დღის წინ, ორ ქვეყანას შორის დაირღვა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც საომარი მოქმედებები უნდა დაესრულებინა. მიუხედავად იერიშების განახლებისა და ტრამპის განცხადებისა, რომ ირანთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი (MoU) „დასრულდა“, ვაშინგტონი და თეირანი მუშაობენ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნდა დაიდოს”, - CNN-ის ცნობით, განაცხადა აშშ-ის თანამდებობის პირმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics