|
2026-03-02 22:19:34, 21789 ნახვა
High - Tech
მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს, მეორე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდება, კომპანია დუმს
სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობაში მყოფი კომპანია "მაგთიკომი" მეორე დღეა ოპტიკური ინტერნეტის მიწოდებას ზღუდავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტექნიკური მიზეზებით ორი დღეა, მომხმარებელთა ნაწილს ოპტიკური ინტერნეტი გათიშული აქვთ, თავდაპირველი ცნობით, "მაგთიკომს" ინტერნეტის მიწოდება უნდა აღედგინა 2 მარტის 18 საათისთვის, თუმცა მიწოდების აღდგენა გაურკვეველი დროით გადადო. კომპანიაში მომხმარებლები ცხელ ხაზთან დაკავშირებას ვერ არხერხებენ, რადგან რამდენიმე ზარის შემდეგ "მაგთიკომი"-ს ოპერატორები, ზარს თიშავენ. ონლაინ პლადფორმაზე კი განმმარტავენ, რომ ხაზის გადატვირთულობის გამო, კლიენტებთან საუბარი ვერ ხერხდება. როდის აღდგება ინტერნეტი მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, რომ "მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეიმედთან და "პოსტ ტივისთან" თანამშრომლობას აგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)