12:21 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-14 10:08:26, 4564 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს

ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, - - განაცხადა მამუკა მდინარაძემ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში.

"ბიძინა ივანიშვილი მოწყვლად რეჟიმში კი არა, პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულია, 2 მილიარდი გაუჩერეს კაცს. მკვლელობაც შეიძლება იყოს მის წინააღმდეგ დაგეგმილი და მკვლელობა კი არა, ფიზიკურ განადგურებას კი არა, ყველანაირ განადგურებას შეეცდებიან ყოველთვის. იცით, რომ მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა, ელემენტარულად 1 აგურის დამდები, საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი, რადგან შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics