2026-06-27 11:40:18, 318 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს კიდევ ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ბეკურაშვილი დაიღუპა.
ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 30 წლის გიორგი დამენიას გარდაცვალების შესახებ. ის წარმოშობით სენაკიდან იყო და ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა.
დაღუპული ქართველი მოხალისეების ხსოვნის პატივსაცემად დაკრძალვის ცერემონია უახლოეს დღეებში გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,