|
2026-06-29 14:11:26, 1267 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. ბანკი რეგულარულად მართავს შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფინანსური შესაძლებლობების გაცნობას და მათთვის პრაქტიკული განვითარების ინსტრუმენტების შეთავაზებას. ამჯერად, მორიგი შეხვედრა ბათუმში, SOLO ლაუნჯში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაიმართა, რომელიც მიზნად EBRD-ის ფინანსური, საგრანტო და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მეწარმეებს დეტალურად გააცნეს EBRD-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც დაფინანსების ხელმისაწვდომ სქემებზე, ასევე საკონსულტაციო პროგრამებსა და საგრანტო კომპონენტებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)