01:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 17:04:33, 304 ნახვა

პოლიტიკა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დარჩენას აპირებს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ტრამპმა ლიდერებს უთხრა: „ჩვენ თქვენთან დარჩენა გვინდა“.

ამავე წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, მოკავშირე ქვეყნებისთვის შეიარაღების გაყიდვა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყენებენ ისინი ამ იარაღს.

Reuters-ის ცნობით, სამიტის დახურულ შეხვედრაზე ტრამპს აღარ გაუმეორებია ესპანეთის მიმართ ადრე გამოთქმული კრიტიკა. ასევე, მას არ უსაუბრია ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებაზე და არც გრენლანდიის საკითხი უხსენებია, რომელიც ბოლო პერიოდში ალიანსის წევრებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics