11:16 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 13:40:18, 784 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა

საქართველოში აპრილში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 7.6%-ით, 318.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 10.2%-ით, 35.2 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 6.8%-იანი ზრდით. 8.0%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. ისრაელიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 22.9% შეადგინა.

„აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 44.5%-იანი წილით, ევროკავშირის ქვეყნები, 18.3%-იანი წილით – აშშ და 13.2%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.8%), გერმანიის (9.0%) და საბერძნეთის (8.0%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics