11:16 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 19:12:23, 1172 ნახვა

საზოგადოება
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე, რაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული საერთაშორისო განთავსებაა.

UzNIF-ის IPO-მ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია და მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ტრანზაქციის მოცულობამ 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, მონაწილეობა მიეღოთ უზბეკეთის კაპიტალის ბაზრისთვის  ისტორიულ ტრანზაქციაში. UzNIF-ის პირველადი საჯარო განთავსება არა მხოლოდ უზბეკეთის, არამედ მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია. გალტ & თაგარტი მომავალშიც გააგრძელებს ინვესტორებისთვის საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის გაზიარებას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ UzNIF საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფლობს წილებს უზბეკეთის 13 სტრატეგიულ ორგანიზაციაში. 2025 წლიდან ფონდის მართვასა და სამეურვეო ფუნქციას Franklin Templeton ახორციელებს, რაც UzNIF-ს საერთაშორისო გამოცდილებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics