04:12 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-18 23:35:06, 806 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, მიხაილ ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან და პირობა დადო, რომ „არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება“. - თქვა ზელენკოიმ სოცილურ ქსელში.

ზელენსკის პირდაპირი გამოსვლა: „გუშინ და დღეს ბევრი კონსულტაცია იყო. რა თქმა უნდა, მესმის ხალხის ნათქვამი. დღეს მე ხანგრძლივი საუბარი მქონდა მიხაილ ფედოროვთან. დღეს ასევე ვესაუბრე ალექსანდრ სირსკის. არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება“.

ამავდროულად, ფედოროვმა ასევე ისაუბრა „დიალოგზე“.

„ცვლილებები აუცილებლად მოხდება. თქვენ მადლობა გადამიხადეთ ოცნებისა და მოქმედებისთვის. პირადად მე მადლობას გიხდით თქვენი იმედისთვის. ასეთი პასუხისმგებლობა არასდროს განმიცდია, თუნდაც სამთავრობო თანამდებობებზე. მადლობას ვუხდი ვეტერანებს და სამხედროებს ფრონტისა და პატივის შენარჩუნებისთვის.

დიალოგი არსებობს. მე მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა“. - თქვა ფიოდოროვმა.

რა უძღოდა წინ: Financial Times-ის ცნობით, ზელენსკი საპროტესტო აქციების ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს, თუ ამ თანამდებობისთვის შესაფერის კანდიდატს იპოვის.

16 ივლისს, კიევში, პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად და ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები დაიწყო. მონაწილეებმა ხელისუფლებას ახალ მთავრობაში ფედოროვის აღდგენა მოსთხოვეს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics