20:41 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-21 14:19:45, 299 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა  - მათ გარდა დაჯარიმებულია კიდევ 11 პროვაიდერი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დააჯარიმა. 

  • ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში კომპანიებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და სამსახურისთვის წარდგენას არეგულირებს.

ირაკლი სესიაშვილის კომპანიას შპს „უნოტრონს“ დარღვევის 3 ფაქტი გამოუვლინდა და 9 000 ლარით იქნა დაჯარიმებული. ხოლო შპს “ვაითბით ჯორჯია”, რომლის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა - 3 000 ლარით დააჯარდა.

დაჯარიმებული კომპანიების ჩამონათვალი:

  1. შპს „ბიტანიკა“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანიის წილის 100%-ს დიჯი კაპიტალი ფლობს, რომელიც თავის მხრივ გიორგი კაპანაძის საკუთრებაა. დირექტორი კი ვახტანგ ჭითანავაა;
  2. შპს „ბეთქეივ“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანია ემ ჯეი ფინტეკ-ის საკუთრებაა, რომლის წილის 100%-ს გიორგი მაისურაძე ფლობს და თავადაა დირექტორიც;
  3. შპს ბიტარი - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანია ვახტანგ გელაშვილის საკუთრებაა, დირექტორის პოზიციას კი მარიამ სილაგაძე იკავებს.
  4. შპს „ფეიბით ჯორჯია“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანიის 50%-ს გიორგი ბიჭიკაშვილი ფლობს, 50%-ს კი ირაკლი სიჭინავა და თავადაა დირექტორიც;
  5. შპს „სტელექსი“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე მარგარიტა ჯიშკარიანია, დირექტორი კი ლაშა სვანიძე;
  6. შპს „მატიო“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი რატი მესხიშვილია;
  7. შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის წილის 17%-ს ნიკა ყოლბაია ფლობს, 83%-ს ეგზაჯორჯია, რომელიც დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა;
  8. შპს „სპორტ ექსჩეინჯი“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ვალოდია ვერულაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე პაატა ვერულაშილია;
  9. შპს “ვაითბით ჯორჯია” - კომპანია ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა.
  10. “დიჯიტალ მარკეტს სოლუშენსი” - ჯარიმა სხვადასხვა დარღვევებისთვის 9 000 ლარია. კომპანია კი საფრანგეთის მოქალაქის სედრიკ რაშედის საკუთრებაა;
  11. შპს „უნოტრონ“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ყოფილი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მიშელი ივანიძეა;
  12. შპს კრიპტო ჩენჯ ბათუმი - კომპანია დარღვევის რამდენიმე ფაქტისთვის ჯამში 9 000 ლარით დაჯარიმდა. მფლობელი ანაიტ ქთოიანია, დირექტორი კი სოფლიო კვირკველია;
  13. შპს “დიჯითალ პლათფორმ“ - 3 000 ლარით დაჯარიმდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას შპს დიჯიტალ სისტემსი ფლობს, რომლის წილის 44%-ის მესაკუთრე გიორგი დაუშვილია, 25%-ს რევაზ ლაშქარავა, 12%-ს თინათინ კვინტრაძე, 10%-ს ზურაბი ჩომახაშვილი ხოლო 9%-ს გიორგი თუშურაშვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics