|
2026-07-21 10:57:50, 281 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაცია: ირაკლი კობახიძე ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა
რეჟიმის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერს, სია კიან პენგს შეხვდება. „ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)