|
2026-07-09 14:26:21, 354 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი წერილს აქვეყნებს, სადაც მიმართავს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას და მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტის წინააღმდეგ და რატომ მიესაჯა მას პატიმრობა. თავის წერილში კომისარი ეყრდნობა აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ადრინდელ მიმართვას და ითხოვს ყველა იმ უფლებადამცველის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან თავიანთი კანონიერი საქმიანობის ან განსხვავებული/კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის გამო, აგრეთვე მათ მიმართ ყველა დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების მოხსნას. 9 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა თამთა მიქელაძემ დაწერა, რომ აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტი იმავე საქმეზე დააკავეს, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მისი ექსტრადიციას ითხოვდა. მანამდე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლმა, 8 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვი სახლიდან ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს. ცნობისთვის, 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს. აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)