|
2026-07-21 14:16:13, 292 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი: სასტუმრომ მზაობა გამოთქვა, გიორგი ჭიღლაძის გირაოს თანხის გადახდასთან დაკვაშირებით
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი, ლაშა კაპანაძე აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია მზად არის ბრალდებულისთვის დაკისრებული გირაოს თანხა დაფაროს და, მისი ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოხდება. ადვოკატის თქმით, გიორგი ჭიღლაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საზოგადოებასა და ჟურნალისტებს, რომლებიც საქმის მიმდინარეობას აშუქებენ. „მოხარული ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რომელიც მის გვერდით დგას, ასევე მედიას, რომელიც საზოგადოებას საქმის შესახებ ინფორმაციას აწვდის. სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა, გადაიხადოს გირაო და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ. მისივე შეფასებით, ინციდენტის პრევენცია შესაძლებელი იყო. როგორც ადვოკატი ამბობს, ფაქტის შემდეგ 112-ში ზარი შევიდა, თუმცა, მისი ინფორმაციით, მანამდე სასტუმროს წარმომადგენლები ვითარების საკუთარი ძალებით განმუხტვას ცდილობდნენ. საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას კაპანაძემ უპასუხა, რომ საქმის სტრატეგიიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარს არ აპირებს, თუმცა ასეთი ვარიანტი გამორიცხული არ არის. რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, თითქოს დაპირისპირების მიზეზი რუსულ ენაზე საუბარი გახდა, ადვოკატი ამას უარყოფს. მისი თქმით, კონფლიქტი გამოიწვია პროვოკაციულმა ქცევამ, სხვადასხვა სითხის გადასხმამ და შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა. „არანაირი კავშირი არ ჰქონდა რუსულად საუბარს. მიზეზი იყო პროვოკაციული ქმედებები, სითხის გადასხმა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა სტუმარს, თუმცა სტუმარმაც არ უნდა მოახდინოს პროვოკაცია“, – აღნიშნა მან. ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ მიიღო. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ჭიღლაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მის გათავისუფლებას მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ. საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი 18 ივლისს მოხდა. ქორწილში მყოფ სტუმრებსა და სასტუმროში დაბინავებულ რუსეთის მოქალაქეებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიების ინფორმაციით, რუსმა ტურისტებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან ქორწილის სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი გადაასხეს მუსიკალურ აპარატურას, რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძემ ერთ-ერთ ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. თავად ბრალდებული კი აცხადებს, რომ დაპირისპირებისას ყელის არეში დაზიანება თავადაც მიიღო. მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)