22:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 09:06:45, 471 ნახვა

მსოფლიო
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება

სანაოსნო კომპანია EMT Gemi İşletmeciliği AS, რომელიც 15 ივნისს ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ კავშირის გამო, იმ მრავალ თურქულ კომპანიას შორის ერთ-ერთი გახდა, რომელიც სანქცირებული რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გემების ფლოტს უზრუნველყოფდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სადაზვერვო სამსახურების რუპორი, Intelligence Online ავრცელებს. იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ არსებობს „კერძო თურქული ნაოსნობის ოპერატორების მთელი ეკოსისტემა, რომელიც მოსკოვისთვის მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ანკარა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს, რაც ამ ოპერაციებისთვის იდეალურ სამართლებრივ საფუძველს ქმნის. შედეგად, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემების ოპერირების თურქული კომპანიები თურქეთის კანონმდებლობის დარღვევას არ სჩადიან. „სწორედ ამ სამართლებრივ ასიმეტრიას იყენებს ქსელი, სტამბოლს ახალ რუსულ ეკონომიკურ დედაქალაქად გარდაქმნის, სადაც კონტრაქტები იდება, მართვა გადაეცემა, სპეციალური დანიშნულების კომპანიები იქმნება და გემები სრულიად კანონიერი გზით იცვლება“, - ხაზს უსვამს Intelligence Online.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics