|
2026-06-26 12:16:17, 389 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებისა, უკვე წლებია, წამებასა და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს, მიზანმიმართულად ქმნის წამების წამახალისებელ გარემოს, უზრუნველყოფს დამნაშავეთა დაუსჯელობას და უგულებელყოფს საერთაშორისო მექანიზმების თუ ადგილობრივი უფლებადამცველების მოწოდებებს წამების პრევენციის, აღკვეთისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ. განცხადების თანახმად, სისტემური წამების პრობლემა განსაკუთრებით აშკარა გახდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის აქციების მიმდინარეობისას. 2024 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის შუალედში და 2025 წლის 2 თებერვალს საპოლიციო ძალები აქტიურად იყენებდნენ წამებას მშვიდობიანი და მასობრივი პროტესტების წინააღმდეგ განცხადება სრულად: " 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. წამება ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევაა, რომელიც აბსოლუტურად აკრძალულია, როგორც ჩვეულებითი სამართლით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს კონსტიტუციით. მიუხედავად ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებისა, უკვე წლებია, წამებასა და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს, მიზანმიმართულად ქმნის წამების წამახალისებელ გარემოს, უზრუნველყოფს დამნაშავეთა დაუსჯელობას და უგულებელყოფს საერთაშორისო მექანიზმების თუ ადგილობრივი უფლებადამცველების მოწოდებებს წამების პრევენციის, აღკვეთისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ. სისტემური წამების პრობლემა განსაკუთრებით აშკარა გახდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის აქციების მიმდინარეობისას. 2024 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის შუალედში და 2025 წლის 2 თებერვალს საპოლიციო ძალები აქტიურად იყენებდნენ წამებას მშვიდობიანი და მასობრივი პროტესტების წინააღმდეგ, რაზეც მიუთითებს როგორც ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირება, ასევე საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) და ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმის (მოსკოვის მექანიზმის) ანგარიში. არასათანადო მოპყრობა ხშირი იყო 2024 წლის გაზაფხულის აქციების განმავლობაშიც. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან, 2019 წლის 19-20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. განსაკუთრებით საგანგაშოა 2024 წელს აქცებზე სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენება, მათ შორის, წყლის ჭავლში ქიმიური გამღიზიანებლების შერევა, რაც საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ მონახულებული, 131 პირიდან 35 (26.7%) პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხოლო 17-ს დაზიანებები აღენიშნებოდა. 2025 წელს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები მიუთითებდნენ, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების (შემოწმების) საბაბით, რაც არღვევს CPT-ს სტანდარტებს და ადამიანის დამცირებას ისახავს მიზნად. 2025 და 2026 წელს სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში დაიდენტიფიცირდა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 17-მა პირმა. წამება და არასათანადო მოპყრობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საპროტესტო კონტექსტს მიღმაც, რისი ილუსტრაციაც არის 2026 წლის მაისში გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ჯგუფური ძალადობის შემთხვევა და 2026 წლის 13 ივნისს ტვ პირველის ეთერში გავრცელებული კადრები, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში, ინფორმაციის მიღების მიზნით, დაკავებულ მოქალაქეებზე ჯგუფურ ძალადობას ასახავს. სახელმწიფო არაეფექტიანი გამოძიებით, მათ შორის, დამნაშავეთა დაუსჯელობითა და დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაციით წამების ნორმალიზებას ახდენს. ამასთან, სახელმწიფო უკვე წლებია უარს ამბობს წამების პრევენციისთვის საჭირო ზომების მიღებაზე: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწოდებების მიუხედვად, პოლიციელებს სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულება დღემდე არ აქვთ, ხოლო საპოლიციო ღონისძიებებში მონაწილე პოლიციელები დღემდე არ არიან აღჭურვილი ამომცნობი ნიშნებით. გარდა ამისა, საპოლიციო ძალადობის გამოძიებისთვის შექმნილი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფომ ეს სამსახური 2025 წელს საერთოდ გააუქმა, რითაც ფორმალურადაც უარი თქვა წამების გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. აღსანიშნავია, რომ, ყოველივე ამის ფონზე, ქართული ოცნება შემზღუდველი კანონებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარით, ანგარიშების დაყადაღებითა და სხვა რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებას, რაც, მათ შორის, წამების მსხვერპლებს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი, ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერის გარეშე ტოვებს. აშკარაა, რომ, საქართველოში წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელსაც სახელმწიფო აქტიურად იყენებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში. მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებზე მართლმსაჯულების ფასადური განხორციელებისა, წამება რეჟიმის მხრიდან წახალისებულ პრაქტიკად რჩება". საქართველოში წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს:
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)