20:46 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-21 16:34:44, 314 ნახვა

პოლიტიკა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს

საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი: ლიბერთი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი და ტერაბანკი, სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე, Nasdaq Calypso-ზე განახორციელებენ.

აღნიშნული სიახლე Nasdaq-მა მომხმარებლებს ნიუ-იორკის თაიმს სქვერზე განთავსებული ბანერით გააცნო.

Nasdaq Calypso-ის საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით ინერგება. პროექტი ხორციელდება "საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში და მიზნად ისახავს საბანკო სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და საიმედო სახაზინო ინფრასტრუქტურის შექმნას.

"Nasdaq Calypso-ის პლატფორმაზე გადასვლა ლიბერთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი სახაზინო ოპერაციების ეფექტურობასა და რისკების მართვის შესაძლებლობებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიბერთი ქართულ სახაზინო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და თანმიმდევრულად აძლიერებს საკუთარ როლსა და პოზიციებს. საერთაშორისო სტანდარტის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას - მუდმივად განვავითაროთ თანამედროვე საბანკო სერვისები ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის. გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ლიბერთის, ისე მთლიანად საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებაში." - ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი.

Nasdaq-თან პარტნიორობა საქართველოს საბანკო სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics