01:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-11 15:07:54, 331 ნახვა

საზოგადოება
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. ის ძალადობის მსხვერპლი გახდა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად სარედაქციო დავალებაზე მუშაობდა.

გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოძრაობა „სირცხვილის“ ოფისთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ათმა ადამიანმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო, ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

2022 წლის აპრილი: თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს (მათ შორის დავით კუტალაძეს) 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ მათ ბრალი ძალადობისთვის ჰქონდათ წარდგენილი და არა მკვლელობისთვის. 

ლექსო ლაშქარავას ცემისთვის მსჯავრდებული დავით კუტალაძე და ამ საქმეში სხვა ბრალდებულები ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან.

დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებამდე დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე დატოვეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საპატიმრო კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა მას შემდეგ, რაც ამნისტიის კანონმა 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა.

2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობისთვის რამდენიმე პირს 4-4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მანამდე, მათ სასჯელი ერთი წლით შეუმცირა სააპელაციო სასამართლომ.

5 ივლისის საქმეზე სულ 30-მდე პირი იყო დაკავებული. გამოძიების ფარგლებში არ დასჯილან მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.

2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობისა და ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ორგანიზატორები სამართლებრივად დღემდე არ დასჯილან. საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები (მათ შორის „საია“ და DRI) და მედიის წარმომადგენლები ძალადობის ორგანიზებაში, წახალისებასა და კოორდინაციაში რამდენიმე კონკრეტულ ჯგუფსა და პირს ადანაშაულებენ: „ალტ-ინფოს“ ლიდერები და დამფუძნებლები

  • პირები: ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა და ირაკლი ყიზილაშვილი.
  • საფუძველი: 5 ივლისამდე და უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას, ისინი საკუთარი მედიაპლატფორმითა და სოციალური ქსელებით პირდაპირ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს „კონტრაქციისკენ“, თბილისი პრაიდისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისების ბლოკირებისა და მედიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისკენ. გამოძიებამ ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით გამოკითხა. 
  • რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები

  • პირები: გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი.
  • საფუძველი: ისინი რუსთაველის გამზირზე მყოფ აგრესიულ ჯგუფებს პირდაპირ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ. პოლიციამ ისინიც მხოლოდ გამოკითხა და საცხოვრებელი სახლები გაუჩხრიკა, თუმცა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. 
  • ფიგურანტები: მღვდელმსახურები, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ ძალადობრივ მოწოდებებს (მაგალითად, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც მრევლს მოუწოდებდა „ძალადობისკენ სამშობლოსთვის“).

2022 წელს იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ის გახდა მეორე ჟურნალისტი საქართველოდან, რომელიც ორგანიზაციამ მშვიდობიან დროს დაღუპულად აღიარა. პირველი იყო ჟურნალისტი გიორგი სანაია, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics