00:15 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 13:41:55, 376 ნახვა

ეკონომიკა
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.3%-ით მოიმატა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა კვლავ მნიშვნელოვნად შეფერხებულია, რაც ნავთობის გლობალური მიწოდების შეზღუდვას იწვევს. შედეგად, საწვავის ფასების ზრდა, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება.

რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, ეროვნული ბანკის ცნობით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისში 3.5% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა.

„მაისში, გასულ თვესთან შედარებით, საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო. ბენზინი და დიზელი საშუალოდ, შესაბამისად, 6% და 9%-ით გაძვირდა, ხოლო ამ ორი პროდუქტის ჯამურმა წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სეზონური ფაქტორების გამო წინა თვესთან შედარებით შემცირდა ყველისა და ბოსტნეულის ფასები. წლიურ ჭრილში ბენზინი და დიზელი, შესაბამისად, 26% და 48%-ით გაძვირდა, ხოლო, ჯამში, საწვავის გავლენამ ინფლაციაზე 1.3 პროცენტამდე მოიმატა. ინფლაციის მატებაზე სურსათი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი წვლილი გასულ თვეებთან შედარებით შემცირებულია. მაისში სურსათის ინფლაციამ – 5.4%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის (0.5 პპ), ჯანდაცვის (0.4 პპ) და სიგარეტის (0.3 პპ) წვლილები. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად საბაზო ეფექტის გამო კარტოფილის წლიური გაიაფება მოქმედებდა (-0.4 პპ) ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანის გაიაფებამ ინფლაცია, ჯამში, 0.2 პპ-ით შეამცირა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ეროვნული ბანკის ცნობით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.0 პროცენტი შეადგინა.

„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე მეტი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს (ჯამში 3.1 პროცენტული პუნქტი). შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილები მოდიოდა ელექტროენერგიის გადასახადსა (1.8 პპ) და ოქროს ბეჭედზე (0.9 პპ). იმპორტირებულმა ინფლაციამ 5.8%-მდე მოიმატა და ამის მთავარი მიზეზი საწვავის (5.1 პპ) გაძვირებაა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics