15:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 10:15:41, 289 ნახვა

მსოფლიო
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა

ირანის სახელმწიფო მედიის რეპორტაჟების შეჯამების თანახმად, სამშაბათს, ირანში, აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების ფონზე, ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა შვიდ ქალაქსა და სამ კუნძულზე.

აფეთქებები მოხდა ბუშერის სამხრეთ პროვინციაში, ჯამის, ბუშერისა და კენგანის ქალაქებში, ასევე ჰორმოზგანის სამხრეთ პროვინციაში, ბანდარ აბასის საპორტო ქალაქში. აფეთქებები ასევე დაფიქსირდა სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში, ხუზესტანის ქალაქ ომიდიეში, სადაც, საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა, ასევე ჩაბაჰარსა და კონარაკში, რომლებიც ომანის ყურის სანაპიროზე, სისტანისა და ბელუჯესტანის პროვინციებში მდებარეობს.

გარდა ამისა, აშშ-ის დარტყმები დაფიქსირდა ირანის კუნძულებზე, კიშსა და აბუ მუსაზე, სპარსეთის ყურეში და ქეშმზე, ჰორმუზის სრუტეში.

ადრე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანული სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი სერიის შესახებ განაცხადა. „ეს დარტყმები კვლავაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ირანის ძალებს და შეასუსტებს მათ შესაძლებლობას, თავდასხმის განხორციელება ჰორმუზის სრუტეში მშვიდობიან მოსახლეობასა და კომერციულ გემებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა სარდლობამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics