|
2026-06-24 20:17:19, 1547 ნახვა
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რუსული მედია კომერსანტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სტატუსისა და შემდგომი განვითარების სტრატეგიული საკითხის გადაჭრის დრო დადგა". "უკვე დრო მოვიდა გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის სტატუსის სტრატეგიული საკითხი და მისი მომავალი განვითარება. საჭიროა რაც შეიძლება მალე გამოსვლა ანკლავური მდგომარეობიდან პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამისათვის შეიცვალა კონსტიტუცია და გადაიხედა ბინადრობის ცენზი უმაღლესი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა კომერსანტმა წყარომ. წყარომ ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრჩევლად გადაყვანა მისი დაწინაურებაა. ამასთან, წყარომ მიუთითა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ცვლილება ოკუპირებულ რეგიონში არსებული სტაგნაციით არის განპირობებული. ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომელიც რუს მაღალჩინოსნებს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს. შეცვლილი კონსტიტუციის მიხედვით, ალან გაგლოევს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის უფლება მიეცა.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)