2026-06-15 08:02:06, 544 ნახვა
ომი უკრაინაში
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
მაშველების ცნობით, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
კიევის მერმა კლიჩკომ კიევის პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე, კერძოდ, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძრის შესახებ განაცხადა.
სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ტკაჩენკოს წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი პირდაპირი დარტყმით იყო გამოწვეული.
"სამლოცველოში, რომელიც თითქმის ათასი წლისაა. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანობა ჩვენს მიწებზე დაიწყო. ეს არის დანაშაული მსოფლიო მემკვიდრეობისა და მთელი ქრისტიანული სამყაროს მეხსიერების წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, ისინი ანადგურებენ საკურთხეველს, რომელიც მოსკოვზე მეტი ხნის წინ არსებობდა." - წერს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,