15:32 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 12:33:37, 2077 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ფავლენიშვილი - რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება

"ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება, რადგან, მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში, სწორედ მას სურდა, რომ ეს პროქტი შემდგარიყო.

ივანიშვილს სძულს ყველაფერი, რაც უკავშირდება აღმშენებლობის 9 - წლიან პერიოდს, ამიტომაც, მან შემოგვთავაზა ნგრევის 14 წელიწადი. როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის დანგრეულ საქართველოზე, საუბარია არამხოლოდ ინსტიტუციებზე, არამედ ინფრასტრუქტურაზე და ახლა ის მიაგდა რიყის თეატრს, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული შედევრი 2010 წლების, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასეა აღიარებული მთელი ევროპის მიერ. მაქსიმილიანო ფუკსასის არქიტექტურული ნიმუში, რომელიც უნდა ყოფილიყო სავიზიტო ბარათი თბილისის, კულტურული ცენტრი. როცა ვსაუბრობთ ჩვენ რიყის თეატრის ნგრევაზე, ამას უდევს პირადი შურისძიება საფუძვლად, რადგან ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში, სწორედ მას სურდა, რომ ეს პროქტი შემდგარიყო და შეექმნა ისეთი შენობა, რომელიც უმასპინძლებდა ყველაზე მაღალი დონის კონცერტებს. ამიტომ, ერთის მხრივ ისინი ებრძვიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს ინფრაქსრუქტურას, თბილისს, კულტურას. სხვათაშორის, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბევრმა არ იცის, ივანიშვილს სურდა ამ ადგილას აშენებულიყო ფრინველის ფორმის შენობა, რომელიც დაამახინჯებდა იქაურობას, აბსოლუტურად შეუცვლიდა რეკრეაციულ ფუნქციას და იერსახეს რიყეს და როდესაც უარი უთხრეს ამაზე, ის არის აბსოლუტურად გაბოროტებული, ამ შენობის მიმართ. ამიტომაც, ჯერ მოხდა მისი გავერანება, გამოზნული, ახლა კი მისი დანგრევაა განზარხული. ამ ძეგლის ავტორი არის არათუ აღშფოთებული, არამედ გაოცებულია, რადგან მსოფლიოს ფაქტობრივად არ ახსოვს, რომ ასეთი მაღალი აღიარების მქონე ძეგლი, მისი ნგრევა არის აბსოლუტურად ბარბაროსული ფაქტი, რომლის ანალოგი არ იძებნება ბოლო წლების მანძილზე. ეს არის მიუღებელი და “ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ ზოგადად ქვეყნის ნგრევის პროცესის შეჩერება აუცილებელია, ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება კონტაქტი ყველასთან, მათ შორის ჩვენს კოლეგებთანაც, პარტნიორებთანაც, რომ შეჩერდეს ნგრევის პროცესი ამნ უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნიმუშის, - განაცხადა ფავლენიშვილმა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics