|
2026-06-01 18:52:31, 8622 ნახვა
კულტურა
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი სეზონის გენერალური პარტნიორია. გადაცემა, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს, მაყურებლისთვის საინტერესო რესპონდენტების გაცნობას, ერთი სეზონის ფარგლებში აგრძელებს. მეორე ეპიზოდის სტუმარი გია დვალია. გადაცემა YouTube-ზე დღეს, 21:00 საათზე დაიდება. ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ ბმულს. გადაცემის ფარგლებში, გია დვალი ისაუბრებს ფიზიკის, მეცნიერების, ცოდნის, დიდი იდეების და კიდევ მრავალი საინტერესო საკითხის შესახებ. ინფორმაციისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” მიზანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ან შედარებით უცნობი ადამიანების საინტერესო პრიზმებიდან ჩვენებაა - ისეთი ადამიანების, ვინც ცდილობენ და ქმნიან; აქვთ ცნობისმოყვარეობა და ჟინი მის დასაკმაყოფილებლად. ისეთი პერსონების, ვინც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის და შეიძლება გულწრფელი საუბრის გარდა მათთან ახალი იდეები, განცდები და ინსპირაციაც მიიტანონ. სეზონის განმავლობაში, გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებას, რომლებიც საზღვრებს გარეთ ყოფნის დროსაც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივ, სამეცნიერო, კულტურულ და სახელოვნებო ცხოვრებაში. შესაბამისად, მათი პროფესიული, საზოგადოებრივი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები, ასევე მათი აზრი მნიშვნელოვან მოვლენებზე, მაყურებელს საშუალებას აძლევს უფრო მკვეთრი შთაბეჭდილება შეიქმნას აღნიშნულ პერსონაზე და გადაიაზროს ესა თუ ის მოვლენა. გამოიწერეთ დათო გორგილაძის YouTube არხი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)