00:11 - 23 Jul, 2026
|
2026-07-22 17:05:53, 279 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე სანაიაზე: საქართველო სწრაფად მიექანება კრემლის სტილის რეპრესიებისკენ
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს და ვახო სანაის დაკავებას აფასებს. შეგახსენებთ, ვახო სანაია სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო დააკავეს. მას 14 დღით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. "ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ფეისბუკპოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება აჩვენებს, რამდენად სწრაფად მიექანება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებისკენ. ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში საკუთარ მბრძანებლებს გადაასწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!", - წერს ის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)