|
2026-07-18 23:35:06, 1019 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, მიხაილ ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან და პირობა დადო, რომ „არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება“. - თქვა ზელენკოიმ სოცილურ ქსელში. ზელენსკის პირდაპირი გამოსვლა: „გუშინ და დღეს ბევრი კონსულტაცია იყო. რა თქმა უნდა, მესმის ხალხის ნათქვამი. დღეს მე ხანგრძლივი საუბარი მქონდა მიხაილ ფედოროვთან. დღეს ასევე ვესაუბრე ალექსანდრ სირსკის. არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება“. ამავდროულად, ფედოროვმა ასევე ისაუბრა „დიალოგზე“. „ცვლილებები აუცილებლად მოხდება. თქვენ მადლობა გადამიხადეთ ოცნებისა და მოქმედებისთვის. პირადად მე მადლობას გიხდით თქვენი იმედისთვის. ასეთი პასუხისმგებლობა არასდროს განმიცდია, თუნდაც სამთავრობო თანამდებობებზე. მადლობას ვუხდი ვეტერანებს და სამხედროებს ფრონტისა და პატივის შენარჩუნებისთვის. დიალოგი არსებობს. მე მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა“. - თქვა ფიოდოროვმა. რა უძღოდა წინ: Financial Times-ის ცნობით, ზელენსკი საპროტესტო აქციების ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს, თუ ამ თანამდებობისთვის შესაფერის კანდიდატს იპოვის. 16 ივლისს, კიევში, პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად და ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები დაიწყო. მონაწილეებმა ხელისუფლებას ახალ მთავრობაში ფედოროვის აღდგენა მოსთხოვეს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)