|
2026-06-18 13:15:57, 294 ნახვა
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცნობით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის თხოვნას დათანხმდა და უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. შესაბამის ფოტოს მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი. „ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. სააკაშვილის თქმით, "პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს". მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა მედიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტი "მოულოდნელი იყო". ბოკუჩავას თქმით, მისთვის "უკიდურესად სამწუხაროა" და მიაჩნია, რომ "სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ". როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა 2024 წლის 8 ივლისს აირჩიეს, თინა ბოკუჩავას 2-წლიანი მანდატი, დაახლოებით ერთ თვეში ეწურება.
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)