|
2026-07-23 22:22:33, 481 ნახვა
პოლიტიკა
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს ეხება. ეს არის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინდივიდუალური სანქციების ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც ჯამში 218 სუბიექტს (48 ფიზიკურ და 170 იურიდიულ პირს) მოიცავს. ახალი პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას დაუწესებს ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსულ ნედლ ნავთობს ყულევში ამუშავებს — აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ექვს თვეში შევა. „გარდა ამისა, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას აიკრძალოს ტრანზაქციები სიაში შეყვანილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებიც ამუშავებენ ან ასუფთავებენ რუსულ ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს“, — ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში. სანქციების ფარგლებში, ტრანზაქციების აკრძალვა ასევე გავრცელდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც ბაზირებულია საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში. პირველად, ევროკავშირს შემოაქვს მესამე ქვეყნებისთვის კრიპტო-აქტივების მომსახურების სრული აკრძალვის შესაძლებლობაც, იმ პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან. ფინანსურ სექტორში აქტივები გაეყინა 94 ბანკსა და მსხვილ ინსტიტუტს, ხოლო ტრანზაქციების აკრძალვა გავრცელდა კიდევ 33 რუსულ საკრედიტო დაწესებულებაზე, 2 პორტსა და 4 აეროპორტზე. სანქციები დაუწესდა ჩრდილოვანი ფლოტის 41 ხომალდსაც, რომლებიც რუსულ ნავთობსა თუ სამხედრო ტვირთებს გადაზიდავენ. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ჩართულ 56 პირსა და კომპანიას (მათ შორის დრონების მწარმოებლებს) და 51 სუბიექტს მესამე ქვეყნებიდან (ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი და სხვ.). პაკეტი ასევე ითვალისწინებს საექსპორტო-საიმპორტო შეზღუდვების გაფართოებას, რუსი მებრძოლებისთვის ვიზების სრული აკრძალვის საფუძვლებს და ანალოგიურ სავაჭრო ზომებს ბელარუსის მიმართ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)