23:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-22 12:09:31, 341 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

პარტია დროა განცხადებით ეხმაურება მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერის შესრულებას და წერს, რომ ქვეყმო ქართლში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას.

დროას განცხადების თანახმად, მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს.

"ქვემო ქართლის რეგიონში, საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა, ირანული ქსელის გაფართოების ტენდენცია, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი.

გუშინ ვიხილეთ მარნეულში გადაღებული კადრები, რომელშიც ირანის ტერორისტული რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლოს - აიათოლა ალი ხამენეის პლაკატი ჩანს წარწერით: "მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა". ვიდეოში ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც პლაკატის წინ რელიგიურ რიტუალს ასრულებენ. იგივე ხდება გარდაბანშიც, თბილისიდან 10-15 კილომეტრში.

ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას. ამ ყველაფერს კი მხარს უჭერს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება.

"ქართული ოცნების" კავშირები ირანთან მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლება, რომ თეირანში სტუმრობისას კობახიძე ჰესბოლას და ჰამასის ტერორისტებთან ერთად ზის დარბაზში, სადაც ისმის შეძახილები: "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს!". მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმოშობს რისკებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

ირანის მზარდი გავლენა საქართველოში, გარდა უშუალო და მყისიერი საფრთხეებისა, შეუთავსებელს ხდის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშიც აღინიშნა. განცხადების თანახმად, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მავნე გარე გავლენებისგან ქვეყნის გათავისუფლებაა. იგულისხმება რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენის ქსელების ნეიტრალიზაცია.

გამოსავალი მხოლოდ "ქართული ოცნების" რეჟიმის ცვლილებაშია. მოღალატე რეჟიმისა, რომლის სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის ამოცანა არა ქვეყნის წინაშე რეალურად არსებული გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების ანალიზი და მათთან გამკლავება, არამედ პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების დევნაა". - წერს დროა.

ცნობისთვის, იმამ ალის მეჩეთში ხშირად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ალ ყუდსის დღესთან დაკავშირებით ახუნდმა რასიმ მამედოვმა, რომელიც ასევე ფონიჭალის მეჩეთ "აჰლი ბეითის" ხელმძღვანელია, ქადაგება წარმოთქვა და განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, "მუსლიმებს ეკუთვნის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics