14:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-14 19:46:33, 474 ნახვა

პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედისთვის“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო ადრე სანქციები დაედო, ევროპარლამენტში მუშაობის ერთწლიანი აკრძალვის შესახებ. გრეგოროვამ განმარტა, რომ პროსამთავრობო მედია საშუალებების ჟურნალისტები ინტერვიუებს წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებდნენ.

„მე არ მაქვს ოფიციალური დადასტურება ევროპარლამენტის შესაბამისი სამსახურებისგან, რომ „იმედი ტელევიზია“, „რუსთავი 2“ და „პოსტ ტელევიზია“ სანქციების ქვეშ მოექცნენ, მაგრამ თუ ასეა, მოხარული ვარ, რომ წესები ყველაზე ვრცელდება. პირველ რიგში, მე მჯერა, რომ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს თავიდანვე არ ჰქონდათ ევროპარლამენტის შენობაში ყოფნის უფლება. მეორეც, ისინი არ იცავდნენ პარლამენტის წესებს, რომლებიც ჩაწერისთვის წინასწარ თანხმობას მოითხოვს.

პირადად ჩემი თანხმობის გარეშე ჩამწერეს სხვა არხისთვის - ჩეხური ტელევიზიისთვის - ინტერვიუს მიცემისას. „ისინი მიყვიროდნენ, რადგან არ მინდოდა მათთან საუბარი, არა იმის გამო, თუ ვინ იყვნენ ისინი, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მქონდა მათთან საუბრის დრო. ამის შემდეგ, საქართველოში ჩემს წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო.

ეს არ უნდა მომხდარიყო და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიული მედია გააკეთებდა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ წესები რეალურად ამოქმედდა“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics