02:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-20 12:54:34, 441 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ცენზურის სამსახურზე - გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება

ვინც საღად აზროვნებს, არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების წახალისება გარედან თავს მოხვეულია და ამ მიზნით გარკვეული ოდენობის თანხაც იხარჯება.

„თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, დაპირისპირების მცდელობა, რევოლუციების მოწყობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, წახალისება გარედანაა თავს მოხვეული და წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც  გარკვეულ შედეგებსაც დადებს.

„სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, ვინმეს გაკეთებული საქმე შენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ამის გამო შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics