|
2026-07-20 21:15:47, 508 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს. 500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის. პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ. 500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი . მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://500.co/founders/eurasia/accelerator
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)