11:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-19 20:25:19, 968 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ტაჯიკეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს და თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ორმხრივ დოკუმენტებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მისი ვიზიტი საქართველო-ტაჯიკეთის ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. კობახიძის განცხადება ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთდა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა სფერო, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედება.

„მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვარ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ხალხებს ისტორიულად აქვთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ურთიერთობა. თუმცა, ეს საქართველოდან ტაჯიკეთში პირველი მაღალი დონის ვიზიტია და მას ისტორიული შეიძლება ვუწოდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს დაინტერესებას ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მიულოცა ტაჯიკეთს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელმძღვანელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება, თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებსა და ტურიზმის სფეროში.

შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა ერთობლივი დოკუმენტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics