2026-07-25 22:20:48, 377 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
ზუგდიდში, 21 ივლისს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს დანიელ შერვაშიძე. წინასწარი ინფორმაციით, აპირებდა გამგზავრებას ქუთაისში. ახლობლების ინფორმაციით, დანიელი სამხედრო პირია, ათმეთაური, რომელიც წვევამდელებს წვრთნიდა. საქმის კურსშია პოლიცია.
დანიელს ტელეფონი გამორთული აქვს, გაირკვა მხოლოდ ის, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ მისი ტელეფონის აქტივობა დაფიქსირდა ზუგდიდის ცენტრში. სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან