22:49 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-27 16:14:39, 296 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ნინო წილოსანი MMA-ს მებრძოლის განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის წევრი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "ვიღაც თუ ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, არც უნდა გაუკვირდეს, რომ ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება".

ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ. არის ის ნორმა და მორალური სტანდარტი, რომელსაც ქართული საზოგადოება საუკუნეებია შევთანხმდით. ვიღაც თუ ამ შეთანხმების და ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, არც უნდა გაუკვირდეს, რომ მყისიერი რეაგირება მოყვება, თუმცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს ფორმა. რა თქმა უნდა, მე ვერავისზე ვიქნები პასუხისმგებელი, თუმცა ჩემი მხრიდან ყველას მოვუწოდებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ გახდეს ფორმა, რომლითაც თუნდაც დამნაშავე ადამიანებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ყველამ „გავატაროთ“,“ - განაცხადა წილოსანმა.

MMA-ს მებრძოლმა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ის ქმნის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქართული ტრადიციების, ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. საჭიროების შემთხვევაში, ის ციხეშიც კი მოხვდება.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში მან განაცხადა, რომ მოძრაობა იქნება პროაქტიული და კონსტრუქციული. ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძრაობის წევრები მზად არიან ნებისმიერი რისკის გასაწევად ქართული კულტურის დასაცავად.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics