00:00 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-25 22:10:22, 513 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ

რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიების  საბოტაჟის მუხლით დაწყებას გამოეხმაურა. 

ქალაქი გაჭედილია, დენი აღარ არის. საბოტაჟებზე გველაპარაკებია, მაგრამ ვერაფერს აგვარებენ. ქალაქში ტრანსპორტი აღარ არის, ხალხი მეტროში იჭედება. ანუ ქვეყანა არ იმართება, სად არიან წასული არ ვიცი, არავინ არავითარ განცხადებას არ აკეთებენ. მგონი, რუსეთში გაიქცნენ, შეიძლება, ხვალ დილით გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ აღარ არიან. ასე რომ მოვემზადოთ, ბოლო ახლოს არის"- თქვა მან "ტვ პირველთან"

მისი თქმით, საბოტაჟის თემას ყველა დიქტატორული რეჟიმი იყენებს თავისი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. 

“საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა. მომავალში ვნახავთ ეს პრო-რუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან… ყველას, რუსეთის გარდა!” - წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics