20:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-15 22:52:54, 375 ნახვა

სამართალი
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ნასვამ მდგომარეობაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 13 ივლისს, ქალაქ გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. „ჯიპის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მის 3 წლის შვილს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics