2026-05-12 12:41:09, 1137 ნახვა
სამართალი
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
"ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მორწმუნეებს უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან — მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან — თანამშრომლობას ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების წინსვლისთვის", - ვკითხულობთ პოსტში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,