02:36 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 11:34:40, 877 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში

გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში, იყო ზეწოლის, შანტაჟის მცდელობები, მიზანს ვერ აღწევენ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბოლომდე ვიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 პროცენტი, ახლა არის 17,5 პროცენტი.

„ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკაში მას უწოდებენ „დიფ სთეითს", სხვა სახელწოდებებიც შეიძლება, ჰქონდეთ. ეს არის გლობალური ძალა. ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს ამ არაფორმალური გავლენების ქვეშ. ასე მოქმედებდა წინა ამერიკული ადმინისტრაციაც. იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია მთლიანად გათავისუფლდება ე.წ. დიფ სთეითის გავლენებისგან. სამწუხაროდ, ასეთია დღეს რეალობა. ეს არ არის ახალი მოვლენა. უკვე 2012 წლამდეც კი და 2012 წლიდან გამუდმებით უწევდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ გამოწვევებთან გამკლავება. 2012 წლიდან მოყოლებული თქვენ გახსოვთ, რომ არ ნელდებოდა დეზინფორმაციის კამპანია „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არ დაწყებულა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გამუდმებით ჩვენ გვიწევდა ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის სათავეშიც დგას ისევ და ისევ ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ეს არის ის პარტია, რომლის კარნახითაც გაჩაღდა არაერთი ძალიან მასშტაბური ომი მსოფლიოს მასშტაბით.

ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე მოქმედებს სწორედ არაფორმალური ძალის გავლენის ქვეშ და ამის შედეგია ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით. მათ შორის ეკონომიკაში. ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 პროცენტი, ახლა არის 17,5 პროცენტი. რომ არა არაფორმალური გავლენები, რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ასეთი მძიმე ეკონომიკური ტენდენციები არ იქნებოდა. იცით, როგორ იდეოლოგიასაც ავრცელებენ კონკრეტული ძალები, ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას, რითაც ისინი ცდილობენ, ქვეყნებს დააკარგვინონ რელიგიური იდენტობა, ეთნიკური იდენტობა, ადამიანებს აკარგვინებენ პიროვნულ იდენტობას. ეს არის ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და აქაც ვხედავთ სრულ კოორდინაციას და იგივე ძალები უპირისპირდებიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 2012 წლიდან და კიდევ უფრო გამძაფრდა ეს დაპირისპირება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ძალას, გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში და საქართველოში გახსნილი მეორე ფრონტი. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ზეწოლის, შანტაჟის პირდაპირ მცდელობებს, თუმცა ხედავთ, რომ მიზანს ვერ აღწევენ და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამაშიც წამყვანი როლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics