|
2026-07-24 12:18:28, 355 ნახვა
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
24 ივლისის ღამის საათებში უკრაინამ სანქტ-პეტერბურგსა და ტვერში რუსეთის ყველაზე მსხვილი ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაარტყა, რამაც ერთ-ერთ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიშის დროს უკრაინის სამიზნე Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრებიც იყო. უკრაინის იერიშების ფონზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 50-მდე რეისი გადაიდო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები და საწყობები რუსეთის სხვა ქალაქებშიც დაბომბა, მათ შორის, მოსკოვის ოლქშიც. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)