11:33 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-25 12:39:45, 333 ნახვა

სამართალი
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა

ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი ალადაშვილის კლინიკაში ჩატარდა. მას საპატიმროში დღეს გადაიყვანენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ მედიასთან განაცხადა, რომ პროკურატურის პოზიცია დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ იქნება უმკაცრესი.  მან ასევე თქვა, რომ ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება.

"შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ აუცილებლად ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი… სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. […]

სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულია დედის ჩვენებას, სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა." - განაცხადა მედეა ცირამუამ.

კაპანაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 4 - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics