|
2026-06-23 12:16:35, 255 ნახვა
კულტურა
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 24-26 ივნისს, „სამეფო უბნის თეატრი“ ნიუ-იორკში, ჯერარდ ლინჩის ლეგენდარულ სცენაზე ჟან ჟენეს პიესა „მოახლეებს“ წარადგენს. „მოახლეები“ ლინჩის თეატრში საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი პროექტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარუდგენს. სპექტაკლი რეჟისორ ნიკა თავაძის დადგმაა, რომელშიც ქართველი თეატრის გამორჩეული მსახიობები - ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბარბარე დვალიშვილი მონაწილეობენ. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა და Emolas Corporation-მა 2026 წელს გრძელვადიანი პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ემსახურება. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შესთავაზოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, გაამარტივოს საბანკო მომსახურებაზე წვდომა და ხელი შეუწყოს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას. სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი ინიციატივების და დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გაწევრიანდით საქართველოს ბანკის Facebook ჯგუფში, რათა პირველებმა გაიგოთ საინტერესო სიახლეების შესახებ.
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)