2026-06-24 11:22:47, 339 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული.
უწყების ცნობით, მურადაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2026 წლის 22 ივნისს დაინიშნა.
"2018-2026 წლებში იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებს, მათ შორის იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (გამოძიების ხაზით), შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მანამდე ამ თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის გენერალური პროკურორის მოადგილედ რჩება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,