14:07 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 15:39:11, 400 ნახვა

საზოგადოება
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში დაჭრილი 30 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მას ოპერაცია ჩაუტარდა.

„30 წლის მამაკაცს ტყვიები კიდურებსა და მუცლის არეში ჰქონდა მოხვედრილი. რთული ოპერაცია ჩაუტარდა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული და მდგომარეობა მძიმედ ფასდება”,- განაცხადეს კლინიკაში.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, მოპედით მიიმალა.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 19.108 და 236-ე, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics