13:32 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-24 12:18:28, 215 ნახვა

მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა

24 ივლისის ღამის საათებში უკრაინამ სანქტ-პეტერბურგსა და ტვერში რუსეთის ყველაზე მსხვილი ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაარტყა, რამაც ერთ-ერთ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიშის დროს უკრაინის სამიზნე Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრებიც იყო.

უკრაინის იერიშების ფონზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 50-მდე რეისი გადაიდო. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები და საწყობები რუსეთის სხვა ქალაქებშიც დაბომბა, მათ შორის, მოსკოვის ოლქშიც. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics