|
2026-07-09 16:31:48, 443 ნახვა
პოლიტიკა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del Presente უტა ბერიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა შედგება. უტა ბერიას ახალი ფილმი სამი ქვეყნის - საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერი ქართული კომპანია „1991 ფროდაქშენსი“ არის, რომელსაც ფრანგული “Tripode Productions” და გერმანული “70 Steps” შეუერთდა. ფილმის სინოფსისი 16 წლის ელენე, მამასთან და ბებიასთან ერთად დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ელენეს მშობლები გაშორებულები არიან. თბილისში გადაცხოვრებულ დედასთან ელენეს ურთიერთობა არ აქვს, რადგან ოჯახის მიტოვებას ვერ პატიობს მას. ბებია ფიქრობს რომ ელენე თვითდესტრუქციისკენ არის მიდრეკილი, დარწმუნებულია რომ მოზარდისთვის დედის ნახვა და მასთან ურთიერთობის აღდგენა სასარგებლო იქნება, ამიტომ გადაწყვეტს შეუერთდნენ მეზობლებს, რომლებიც თბილისში საპროტესტო აქციაზე მიდიან და იქ ფარულად შეახვედროს დედა-შვილი ერთმანეთს. აქცია რომელზეც ელენე, ბებია და მისი მეზობლები აღმოჩნდებიან აერთიანებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან სხვადასხვა სამოქალაქო დემონსტრაციების დროს განვითარებულ რეალურ მოვლენებს. ელენეს სპეცრაზმელი მამა, თანამშრომლებთან ერთად, აქციაზეა მობილიზებული და არ იცის რომ დემონსტრანტებს შორის, რომელთა დარბევის ბრძანებასაც ელოდება, არიან მისი ოჯახის წევრებიც.
ცოტა რამე რეჟისორის შესახებ: რეჟისორი უტა ბერია, დაიბადა 1987 წლის 20 ოქტომბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე სარეჟისორო ფაკულტეტი და მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი კინოდრამატურგიაში 2012 წელს. უტა ბერია არის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ბოლო გასეირენება“ სცანრის თანაავტორი, (2011, რეჟისორი ზაზა ურუშაძე). უტა ბერიას სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევრის “უარყოფითი რიცხვები” ჩვენება შედგა რომის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე (2019). ფილმს მოპოვებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის ევროკავშირის პრიზი “ადამიანთა უფლებელი კინოში” რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა 2019 წელს. “ცრემლსადენი გაზი” უტა ბერიას მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის სცენარის ავტორი თავად არის და რომლის იდეაც 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე ყოფნის დროს დაებადა. საპროდიუსერო კომპანია: 1991 PRODUCTIONS 2017 წელს დაფუძნებული კინო საპროდიუსერო კომპანიაა, ნინო ჩიჩუას და ანა ხაზარაძის მიერ. კომპანიის ფილმებია ლევან აკინის მხატვრული ფილმი „გზაჯვარედინზე“ (Crossing), რომელმაც 2024 წელს გახსნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Panorama სექცია და Teddy Jury Award მოიპოვა. ქეთევან ვაშაღაშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ცხრათვიანი კონტრაქტი“ (9-Month Contract, 2025) მსოფლიო პრემიერა გაიმართა CPH:DOX-ზე, სადაც ფილმი ადამიანის უფლებების ჯილდოთი დაჯილდოვდა. კომპანიის სხვა ნამუშევრებს შორისაა „ღიმილიანი საქართველო“ (Smiling Georgia), რომლის პრემიერაც 2023 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, და „დიდება დედოფალს“ (Glory to the Queen), რომელმაც 2021 წელს საქართველოში საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მოიპოვა. კომპანიის უახლესი ნამუშევარია, უტა ბერიას მხატვრული ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ (Tear Gas), რომელიც მსოფლიო პრემიერას 2026 წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის Cineasti del Presente სექციაში გამართავს. 2026 წელს 1991 PRODUCTIONS-მა საქმიანობა გაერთიანებულ სამეფოშიც დაიწყო და დააფუძნა კომპანიის ბრიტანული ფილიალი. კომპანია აგრძელებს საერთაშორისო მოღვაწეობას და ერთგული რჩება რეჟისორებთან მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობის პრინციპისა და ქმნის ფილმებს, რომლებიც გეოგრაფიულ და კულტურულ საზღვრებს სცდება.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)