|
2026-06-10 10:22:35, 592 ნახვა
ეკონომიკა
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდამჭერია.
„სტუდიო ლიბერთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ინოვაციებს, განათლებას და საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. Global Tech Weekend Tbilisi სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მსოფლიო აუდიტორიასთან აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ წელს ღონისძიების მთავარი პარტნიორები ვართ“, ლედი კოჭლამაზაშვილი, პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „Global Tech Weekend Tbilisi-ის მიზანია რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაერთიანება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. პარტნიორების მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას Global Tech Weekend კიდევ უფრო მასშტაბური და ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მონაწილეებისთვის“ - ნოდო ივანიძე, Global Tech Weekend Tbilisi-ს თანადამფუძნებელი. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებული შეთავაზებით იქნება შესაძლებელი. Mastercard World Elite და Visa Platinum ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 30% ფასდაკლებით ისარგებლებენ Flagship Event Pass, Multi Pass და Investor Pass ბილეთების შეძენისას. 30% ფასდაკლების მისაღებად ბილეთის შეძენის პროცესში უნდა აირჩიონ სტუდიო ლიბერთი და მიჰყვნენ შესაბამის ბმულს: Biletebi.ge - https://bit.ly/4xeuzpB
სტუდიო ლიბერთის შესახებ: Global Tech Weekend Tbilisi-ს შესახებ: Global Tech Weekend (GTW) 2024 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა, 2025 წელს კი თბილისშიც გაიმართა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ღონისძიებად ჩამოყალიბდა. 2025 წლის ღონისძიებამ 10,000-ზე მეტ მონაწილეს, 120 სპიკერსა და 100 სპონსორს უმასპინძლა. 2026 წლის პროგრამა გასული წლის წარმატებას ეფუძნება და მოიცავს 40-ზე მეტ დამატებით ღონისძიებას ქალაქის მასშტაბით, საერთაშორისო ინდუსტრიის ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობასა და გლობალურ მედია გაშუქებას ისეთი გამოცემებისგან, როგორებიცაა Forbes, Euronews და AP. ლიბერთი ბანკის შესახებ: 2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა. ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)